ლეოპარდის პრინტით ბოდე , მოდელი შექმნილია ტილოს ნატურალური ქსოვილისგან , რომელიც არ აღიზიანების ბავშვის კანს და იცავს მას ცხელ ამინდში უსიამოვნო შეგრძნებისგან . ტილო ჰაეროვანია და მისი ფაქტურა ნაზი და სასიამოვნოა. ბოდეს აქვს დეკორატული მოკლე გადმოსული სახელო , დახურული ყელი , წელზე აქვს ორი ფენა რუში, რომელიც მოდელს სძენს ხასიათს. იკვრება უბეში ორი კნოპით და უკან კისერზე ერთი ხის ღილით. ბოდე იდეალურია როგორც განსაკუთრებული დღეებისთვის ,ასევე ყოველდღიურობისთვის.
- შემადგენლობა: 100% ნატურალური ტილო
- მოვლა : მანქანით და ხელით რეცხვა 30-40 °
- დამზადებულია: საქართველოში