ჩვენ შესახებ

ბავშვის ტანსაცმლის ბრენდი ,,ეშვი კიდსი “ აწარმოებს სამოსს რომელიც დაფუძნებულია ხუთ მთავარ კომპონენტზე: სადა ფერები, ბუნებრივი ქსოვილები, კომფორტული დიზაინი , უნისექსი და ტრენდული ხაზები. ჩვენ მოვახერხეთ მოდის შერწყმა ეკოლოგიურ მასალებთან , რაც ჩვენთვის როგორც ეკო ბრენდისთვის მთავარი ნიშაა . ნაჭრები ორგანულია , აქსესუარები ეკო მეგობრული და მაღალი ხარისხის. 

ეშვი კიდს-ის  საბავშვო ტანსაცმლის თითოეული მოდელი დამზადებულია საქართველოში , მცირე ზომის სამკერვალო ატელიეში. ჩვენი მიზანია ვაწარმოოთ პროდუქტი, რომლის ტარება შეიძლება ამაყად, ღირებული იდეების განცდით. ეშვი კიდსი არ არის მასიური წარმოების ბრენდი , ჩვენ ვქმნით ლიმიტირებულ სეზონურ კოლექციებს და ჩვენი პატარა, მაგრამ ეკოლოგიურად სუფთა კოლექციით ვზრუნავთ გარემოზე.

თათუნა სვანიძე